დაბადების დღე გაქვს(გარდაცვლილ დედას,ლალის)
როგორ მყვარებიხარ დედა ,ჩემო დედა დღეს ოცდაოთხ ივნისს დაბადების დღე გაქვს, ღმერთო შენი მწამს და ცის წყალობის მჯერა, დადგეს დრო და შევხვდე შეუდარელ დედას. ოფლით მზრუნველობა მახსოვს დედა შენგან, დღეს ღვინო არ მათრობს,ვგრძნობ მაფხიზლებს მეტად, მე არ დავივიწყებ სითბო-მოფერებას, და რაც გაწყენინე,მაპატიე დედა. ძვირფასი ხარ,კარგი ,სულ თვალწინ ხარ მხსნელად, ისევ მკაცრად მომცე,უტყუარი რჩევა, გილოცავ და გკოცნი და ვილოცებ მეტად, დღეს ,ოცდაოთხ ივნისს დაბადების დღე გაქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი