წუთისოფლად დღეს ვარ


წუთისოფელს არ უშინდე ვერაგს,
არც წუთიერ იქნე ვინმეს ტყვე,
ღმერთის ძალით უმკლავდები ეშმაკს,
დაუძინარ დაუნდობელ მტერს.

ითამამე, დაიხარჯე მეტად
ღირებული რჩება, თავად მზერ,
დაუჯდომლად სული იკვლევს გზებს და 
ნათელს აღწევს ასე სასურველს.

და თუ ჩემში სიყვარული დღეა
და თუ ჩემით გაიზარდა ხე,
მერე რა რომ წუთისოფლად დღეს ვარ
ხვალ კი ცრემლით გამაცილებენ.

ხედავ მაღლა თვალჟუჟუნა მზეა,
ორნი ერთად სიკვდილსაც კი ვძლევთ,
სილამაზე საუკუნოდ მხნეა,
სიყვარულით ცოცხალი ვარ მე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი