ზღვა
სადღაც თუ შორს ვიყო ტკივილი რთულია და ზღვასთან შეხვედრის არ ქრება მიზანი, ტალღები მოქრიან, ზღვა სიყვარულია, სივრცე უსასრულო და თვალცრემლიანი. გახსნილად მეხვევა არც საყვედური აქვს მასველებს, მამშვიდებს ალერსით მდიდარი, მასთან განშორება არასდროს არ მსურდა, ზღვა-წყალი სიცოცხლე ფერით საოცარით. ის თავს არ მანებებს , ჩამყვირის , მჩურჩულებს -გწამდეს სიყვარულის ასე უტყუარის. ფიქრებს გაიტაცებს , გაფანტავს შორს მუქად რომ უშფოთველობის დამეტყოს ნიშანი. ზღვა-წყალი მშვენება ალერსით სავსეა, ზღვა მესაიდუმლე და თვალცრემლიანი. ის უღალატოა და მეგობარია, სულს აბედნიერებს ხმოვან განთიადით ზღვა გულგახსნილია და გამბედავია, ტალღების სიმძლავრით, ალერსით მდიდარი. ზღვა სიყვარულია ფერით საოცარით, სულს აბედნიერებს ხმოვან-განთიადით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი