მზე-ღიმილი სუნთქვად მწვდა


მაღლა ფრენა მიყვარს და
მირჩევნია წყვილადა ,
ვგრძნობ და ვიცი ეული
მწვერვალს ვერ ვწვდე ვერადა.

სულმა გრძნობა იტვირთა,
აღვსილმა გაიმარჯვა.
მარტო ვინ ვარ? უშენოდ
სიგიჟე და რისხვაა.

მზე -ღიმილი სუნთქვად მწვდა,
იდარა და ინათა,
სილამაზის შემყურეს,
არც მწყურია ,მშია რა.

შენმა ეშხმა დამწვა და 
გულზე დაღი დამასვა,
ახლა რომ მიმატოვო,
სად წავიდე რაღა ვქნა?

მეყვარები მარად და 
არაფერს არ დაკარგავ,
მინდა რომ გეამბორო,
მოგეფერო პატარავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი