აღარ მადარდებს


აღარ მადარდებს წარსული,
დრომ გამაბრიყვა მაწამა.
თვალმიმზიდველი ჭაბუკი 
ასე ძლიერ რად მიყვარდა?
 
არც ნაფიქრალი, არც ნასუფრალი
აღარ მადარდებს, რადგან ჩემთან ხარ.
რა არს წარსული? -ყრუ ლიანდაგი, 
ცივი ქარი და გულში იარა.

შველა? რა შველა?
ან ეს ფანდური რად მსურს,
თუ არვის ვუყვარვარ?
არც თუ იოლი ყოფილა სევდა,
ფესვებგამჯდარი გღუნავს და გწამლავს.

გზად მიმავალი რად ტირის ნეტავ?
მჭრელი ტკივილი მასაც ეძალა.
გულით ადარდებს ღალატი-წყევლა,
ბედნიერება გამოეცალა.

მკურნავს წამალი - ძვირი ალმასი,
ეგ გაბედული გრძნობა ალალად.
არც ნაფიქრალი, არც ნასუფრალი
აღარ მადარდებს, რადგან ჩემთან ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი