ტკბილეული შემოყარე ( ახალ წელს)
წელო ახალო მიცანი? შენი მოსურნე ვიყავი. შემოანათე ელფერით, სასიცოცხლო საჩუქრებით. წელო სიახლე გვახარე, ჩაგვამწკრივე და წაგვმართე. გზად არ დაგვემსხვრას კაცობა- გააჩნია რა გართობა. გააჩნია რა გაგება- ზოგჯერ მოსულა წაგება. მოლოდინით ჭარბობს მწარე, ტკბილეული შემოყარე. გოზინაყით დაგვატკბე და წელო ყველა გაგვახარე. მშენებელი და მკურნალი, მოცურავე, მოქანდაკე. გავარჩიოთ კაცი, ქალი სიყვარული არს ნეტარი. გავარჩიოთ თეთრი, შავი- დაისჯება დამნაშავე. ვინ ცოცხალი და ვინ მკვდარი, მზის სხივი თუ მღვრიე წყალი. არ გაგვიწყდეს ძვირი ძაფი, მოგვწამლავს მყრალი და მძაფრი. წელო დღესვე გამოგვცადე, გვსურდეს ზრდა და სიდიადე. შენ კი ძმაო ნუ ხარ მორცხვად, გზის ბოლოში სხივი მოჩანს. შეძლებ დააბრუნო ვალი- ძლიერად ჩამოჰკარ ზარი. დიდად არავის ახარებს წუთისოფლის ავი თვალი. საქმით ისწრაფე , იჩქარე, ცხენს მათრახი შემოჰკარი. განა ყველა კაცი კაცობს? მხოლოდ გარეგნულად ვაცობს. განა ყველა ქალი ქალობს? რას კადრულობს, რას გთავაზობს? კეთილია თუ ბოროტი, ნუ იქნება ...... რობოტი. ვიღაც ხვალ ჩაიცვამს ბოტებს, გაირჯება, არ ილოთებს. შეჰყურებენ ყოჩაღ ცოლებს, ვინ გაუძლებს კუჭის მონებს. ან თუ შვილი ღმერთით გერგო, ვის უარყოფ საძაგელო? ზოგი რამ არ გვეპატიოს, ამაოდ ვსვამთ ნაქებ ღვინოს. წმინდა მარიამს და ნინოს შევთხოვ წყალობას და სითბოს. სული სილამაზეს ითხოვს, სული სინამდვილეს ითხოვს. არადა კი ვცოცხლობთ თითქოს. რა გვაკადრონ, რა გვაქვს ვიწრო? რას გვთავაზობს, ვის ვუსმინოთ? ფერები და დონეები, საფეხური გავარჩიოთ. მოხატავ თუ შეცვლი ტილოს- მთავარია შენი იყოს. სიყვარული არ ვივიწყოთ, ღრმა სინდისი არ ვივიწყოთ. სტუმრებს ზრდილობა ხლებოდეს, მასპინძელმაც მოილხინოს. მეზობელმა საზღვრები სცნოს, მეგობარი გვერდით იყოს. წელო ახალო მითხარი, რას მარგებს ოქრო და გვარი? სიცოცხლეში თუ ვარ ლპობად, სულხორციელ თუ ვარ გვამი. წელო ვაი რომ ჭარბობს მწარე, ტკბილეული შემოყარე, გემრიელად გვასაჩუქრე, სრულყოფილმა გაგვახარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი