მოდი ხევსურეთს
მზის სითამამეს თვალად ეწვიო, მოდი ხევსურეთს გახსნილი გულით. ხმით დაუყვავე ამაყ მთა-ველებს, ცის სილამაზე ადიდე სრული. ღმერთო მაღალო არსდროს წაშალო მკურნალ- წყარონი, ვიწრო ბილიკნი, გამწვანებული არემარენი, ცის დიდებაზე ღრუბელთა ფიქრი. ამ ამაღლებულ გარემოცვაში უმშვენიერეს ყვავილთა ხიბლი, რწმენით უდრეკი სალოცავები და უკვდავების თეთრი მანდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი