დედის გარეშე


ზღვის სიყვარულით ვსტუმრობდი ხშირად, 
არც არასოდეს ბათუმს გავექეც.
ბავშვის ობლობა მომწვდა ავ ტყვიად, მოლოდინი და გულსიმარტოვე.
ბათუმის ბულვარში გოგონა იდგა,
ცრემლი სდიოდა ლამაზ სახეზე.
მივუახლოვდი და ვკითხე ფრთხილად 
- რა დაგკარგვია ან ვის დაეძებ?
ცრემლი შეიშრო და შემომხედა
- მადლობა თქვენ, რომ ჩემთან გაჩერდით.
დედა აღარ მყავს, გარდაცვლილია, 
იცით ძნელია დედის გარეშე. 
გამაჟრიალა, ზეცას ავხედე.
მწირს მოვეფერე, გრძნობა გავბედე,
თბილი სიტყვებით დავანუგეშე
- ღმერთი შენთან არს, არ მიგატოვებს.
მან მომისმინა და დაიჯერა. 
არც ის არ მითხრა: დედა მაჩვენეთ.
დამემშვიდობა და გზას გაუდგა 
მაღალ სახლისკენ დედის გარეშე...
ბევრი გავიდა წელი მის შემდეგ.
გრძნობები ვაქე, ზოგი დავლეწე.
გულის ტკივილად დამირჩა თინა 
მწარე ცრემლებით ლამაზ სახეზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი