გაზაფხული სულ სხვაა
გეძებდი და შემომევლო გაზაფხული, დახვეწილი სურნელებით სულ სხვაა. ამ მაღალ სულს როცა შეხვდა თბილი გული და გრძნობები არ დამალა მეამა. მტერმა ნახოს მოტყუება სიყვარულში, ღალატი ან სიცრუე ვინ ინატრა? მსურს ნამდვილი საიმედო სიყვარული, ვრჩები, ვრჩები გაზაფხულის ბინადრად. მტკიცე სიტყვა, მნათე მზე არ დაკარგული გზას მინათებს და ვაფასებ ძვირადა. გაზაფხული, გაზაფხული, გაზაფხული დახვეწილი სურნელებით სულ სხვაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი