ძმა-მეგობრები


ძმა მეგობრები ვიყოთ ბოლომდე,
არ მიმატოვო, არ მიღალატო.
როცა ცეკვავდე, არა ვგლოვობდე,
როცა გიჭირდეს, საქმით ვივარგო.
ბევრი რამ ვცადე, ავწონ-დავწონე.
მხურვალე გულმა მწუხრი გამანდო.
დავეხმარე თუ მცდარს გავერიდე,
შენ ძვირფასი ხარ, არ გიღალატო.
ძმა-მეგობრები ვიყოთ ბოლომდე,
არვინ გაბედოს ავი გვაკადროს.
როცა ცეკვავდე, არა ვგლოვობდე,
როცა გიჭირდეს, საქმით ვივარგო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი