კალია (საბავშვო)
ცელქობს, ხტუნავს კალია, ითამამა ძალიან. ასე რომ დაიღალა, ნეტავ ვისი ბრალია? ჩამოჯექი კალია, თეთრი კოხტა სკამია. ჯერ არსად არ გადახტე, საუბარი მწადია. რა ლამაზი ფრიალა მწვანე კაბა გაცვია, თან ნარ-ნარი ზაფხული ცოცხალ გულს უხარია. იხტუნავე, იცეკვე, სისწრაფე სულ კარგია, ზანტი გოგო-ბიჭები მოწყენილნი დადიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი