მიყურებდა ძაღლი (საბავშვო)


მიყურებდა ძაღლი, მივაწოდე ძვალი.
როცა აღარ შია, არ ყეფს არი მშვიდათ.
თუ ვინ გააბრაზებს, კბილით წვდება თავხედს.
აწევს-დაწევს ყურებს , მორჩილად მიყურებს.
მეგობრობა სურს და ვიცი მიერთგულებს.
მეზობლები აქვე
ნიკა,დათო, ლია.
ცხოველები მათაც გულით ჰყვარებიათ.
კატა ჰყავთ და ძაღლი,
თუთიყუში,  ზღარბი,
ზაზუნები, თევზები,
კუ, კურდღლები, მტრედები.
ცხოველებს და ფრინველებს
დაარქმევენ სახელებს,
მოუვლიან კარგად, ამყოფებენ ლაღად.
ცოცხალს დაცვა უნდა, ვინ უყურებს მგლურად?
შევძლოთ, გულით ვინდომოთ
ფრინველებზე, ცხოველებზე სასიკეთო ზრუნვა.
მათ საკვები საღი, წყალი, სითბო უნდათ,
მზის გულღია დარი, 
კოხტა სახლი-კარი,
მტრისგან დაცვა სრულად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი