ზაფხული(საბავშვო)


სირბილი და ჰამაკები,
ხელბურთი და ცურვა, რუჯი,
გვათამამებს, თან გვევლება
მზით გაბედული ზაფხული.

მდიდარია ჩვენი ეზო
ხეებით და თვალ-ყვავილით,
იგავი თუ განტოლება,
ჭკუა-კრივი კაკლის ჩრდილში.

ბატუტი თუ ცხენზე ჯდომა,
არდადაგებს არ ვუჩივით,
თამაშები და მოლხენა,
ზაფხულია და ზეიმი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი