მზე მეფერება


ცოდვა ანჩხლია,
ცოდვა გვზარალობს, გვტკენს.
მზე არ წაშლილა,
მზე მეფერება დღეს.
დრო არ გავიდა, 
დრო სულ ჩემშია, ძგერს.
არ მსურს თავიდან,
შეცდომა არ ჰგავს კლდეს.
ქროლი ქარია, 
სულს კი ვერაფრით სტეხს.
სანთელს დამინთებ?
დიდი მადლობა შენ
და რაც მახარებს, მაძლიერებს,
არ მვნებს.
მზე არ წაშლილა, 
მზე მეფერება დღეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი