ოქროსფერი წვიმა (საბავშვო)


შემოდგომის დილაა,
ნიავია, გრილა,
ქარვასავით ფოთლები
დამტრიალებს ღიად.

ეს ყვითელი ფოთლები
ხეებიდან ცვივა.
მოდის და არ ჩერდება
იქროსფერი წვიმა.

სკოლად მიიჩქარიან
მაშო, ცოტნე , გია,
აცილებს და ლოცავს 
უჩვეულო წვიმა.

ეს ყვითელი ფოთლები
ხეებიდან ცვივა.
მოდის და არ ჩერდება
ოქროსფერი წვიმა.

მომხიბლელი დილა,
მზე-სალამი ცისა,
უკვე შემოდგომაა
და საამოდ გრილა.

ეს ყვითელი ფოთლები
ხეებიდან ცვივა.
მოდის და არ ჩერდება
ოქროსფერი წვიმა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი