ასე გვიყვარდეს
შენზე ფიქრებით მთვრალი ვარ, დავეხეტები ღია გზად. ეს მარტოობა მწარეა, ეს მარტოობა ტყვიაა. და რაც ვისურვო მყარი ვარ, შიში ,ყოყმანი არ მახლავს. გულგაბედული მთვარეა, მზის სხივს ვეწყვილო ფიალად. შენი თვალ-მზერა სავსეა, აბა უშენოდ ვინა ვარ? ჩვენი ერთობა მადლია და ბედნიერი დილაა. მანცვიფრებელი ქალი ხარ და უშფოთველად წმინდა ხარ. ასე ძვირი ხარ , დარი ხარ, გრძნობა,სუნთქვა და შველა ხარ. შენთან ყოფნა მსურს ცხადია, რადგან უზომოდ მიყვარხარ და ერთგულება მწადია ჭირში,ლხინში და მიწად, ცად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი