თოვლიანი ეს ზამთარი(საბავშვო)


ერთი გუნდა,ორი გუნდა
და მესამეც სწრაფია.
დარბიან და გუნდაობენ
დათო,მარი,თათია.

გარეთ ყინავს,თოვლი მოდის,
ყველას თბილად გვაცვია,
ციგიდან რომ არ ჩამოდის,
ეს პატარა მათეა.

თოვლის პაპა ჩინებული,
სალმიანი კაცია.
ოსტატურად აწყობილი,
გვახალისებს ძალიან.

თოვლიანი ეს ზამთარი
გვართობს,მოგვწონს ცხადია.
ერთი გუნდა,ორი გუნდა
და მესამეც სწრაფია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი