მზის სიმღერას ვუერთდები
სცენა,ტაში,ყვავილები უანგაროდ დამითმია. მზის სიმღერას ვუერთდები, მძლეველია და ძვირია. წყალმოშიში ვინ დამხრჩვალი, ვინ ჯიუტი მენავეა, ზოგი მოსწყდა სიდუხჭირეს, მომღერალი მეველეა. მელოდია რჩეულ ბგერით სიმაღლეა-სილაღეა. ფართო სული სიყვარულის ნეტარებით აღვსილია. მზის სიმღერას ვუერთდები, მძლეველია და ძვირია, სცენა,ტაში,ყვავილები უანგაროდ დამითმია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი