ისევ ჩავივლი თბილ ქუჩებს
კარები გამოვიხურე სიკვდილმა გადამიარა. გარშემო სუფევს სიჩუმე, სიმღერა მიყვარს არადა. განა სიცოცხლეს ვიწუნებ წუთისოფელმა დამღალა. გულო იტირე, იხუვლე დავრჩით ბედისა ამარა. თუმცა რას მარგებს სისუსტე ან ვის წაადგა წამლადა. ისევ ჩავივლი თბილ ქუჩებს არვის შევხედავ ავადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი