ზღვის ნაპირს მივყვები


ზღვის ნაპირს მივყვები ნათელი დილაა,
წყლიანი სივრცეა და უსასრულობა.
ზღვამ მომცა იმედი და თავისუფლება
ტალღები მირბიან,ზღვა მოლიცლიცეა.

ზღვის ნაპირს მივყვები,ზღვისფერი მიზიდავს,
ცისფერი ზეცაა მზე ლალად სხივებად.
ქვიშებზე დავდივარ,უზომოდ ვმშვიდდები,
ტალღების ხმაურით ზღვა მესაუბრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი