შემოქარგულა ეს შემოდგომა


შემოქარგულა ეს შემოდგომა,
ოქროს ფოთლებით მოუთოვია.
ტიტველ ტოტებთან სიოთა ოხვრას,
გამვლელთა გზები დაულოცია.

სიცოცხლე მზედ და ნიაღვრად მოვა,
თეთრი ზამთარიც არც თუ შორია
და შემოდგომის შფოთიან ბოდვას,
ავანათებდი დიდ პოეზიას.

შემოქარგულა ეს შემოდგომა,
ოქროს ფოთლებით მოუთოვია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი