ლურჯი ია
იმ ბაღჩაში ტიტებს შორის შევამჩნიე ლურჯი ია. მიცქერდა და მიღიმოდა, მომხიბლა და გადამრია. შემიყვარდა და ვეტრფოდი პაწაწინა ტურფა იას, ვუცქერდი და ვუმღეროდი, ასე ლამაზ თვალებიანს. ზოგჯერ წვიმდა, ვსველდებოდი, მაგრამ არაფერი მწყინდა. მახარებდა, მიღიმოდა ციდა ტანკოპწია ია იმ ბაღჩაში ტიტებს შორის შევამჩნიე ნაზი ია, გაზაფხულის სურნელს ღვრიდა, მომხიბლა და გადამრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი