უფალს მივენდე


თუნდ იცინოდეს ავსული ჩუმად,
თუნდ ღია იყოს სატანის კარი,
მე არ მაღელვებს ზმანება კრულთა
უფალს მივენდე აღვსილი მადლით.

ვიღაც უცნაურ ეტიუდს უკრავს,
და წაუსვია სუნამო მყრალი,
იესო ქრისტეს გალობა უყვარს,
შესრულებული მართალთა სახით.

რაც უნდა მოხდეს მივენდე სრულად,
არ დამაყოვნებს კიბეზე ნათლის.
ვინც კი ეწვევა მაცხოვარს სტუმრად,
ყველას მიუჩენს საკადრის ადგილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი