სანთლად ვიწვი


სანთლად ვიწვი,ავინთები დავიწვები,
სულს არ ვყიდი,არც სიავეს ვემონები.
ვერ გავცვლიდი ნალოც სინდისს ,ვერ შევცვლიდი.
ცრემლად ვტირი,მაგიჟებენ დემონები.
ვიცი იცი, მიწიერი განდიდებით 
ვერ ვართ მშვიდნი რომ ხორციელ ვიღუპებით.
იყავ გმირი,ოღონდ სული გქონდეს დიდი,
სანთლად ვიწვი საუკუნო სურნელებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი