გაზაფხული რომ ნავარდობს
არ იდარდო გულის ვარდო დიდ სიყვარულს გაჩუქებ, გაზაფხული რომ ნავარდობს აბა რა გამაჩუმებს. სურნელებით მომეახლო ცუდს არაფერს ვაპირებ, სხივი მზერა საამაყო ღრმა სიხარულს მანიჭებს. რა აღსავსე და უნაკლო სილამაზეს აშუქებ. დაგხატო ვით მზე მოგქარგო, უკვდავებას მაწყურებ. ერთი საიდუმლო განდო, ერთი რაღაც მაწუხებს, იადონი როცა გალობს ჩემში მუზას აღვიძებს. ლექსად ვიქეც რა დავკარგო თან ვერაფერს წავიღებ, წარმოვთქვა და ვითამამო, ვემეგობრო ყვავილებს. მშვენიერო, არ გაგცვალო, წინ არავინ დაგიდგეს, გამორჩეულო და კარგო, სილამაზევ-საუნჯე. მახალისებ გულის ვარდო დიდ სიყვარულს გაჩუქებ, გაზაფხული რომ ნავარდობს აბა რა გამაჩუმებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი