სიყვარული ცოცხალია


სიყვარული სიკვდილ–ჭირის არს მძლეველი,
გარჯა–რწმენით უტყუარი დარებია .
სანუგეშო ცხონებისთვის დავიღლებით,
სულის სვეტი ხალხთ აღიარებულია.

განგმირავი ყურთ ჩამესმის ცრემლად ხმები,
მადლობა ღმერთს ერთგულებით ჰყვარებიათ.
გაცილებას ვერ აცდება სულიერი,
პატივი და ხსენება ხიდკავშირია.

სიცოცხლე და სიყვარული იყვნენ ძმები,
ერთ–ერთ გზაზე მათ სიკვდილი დაეწია–
გამომყევი! რომელი ხარ თვინიერი,
და სიცოცხლემ ხელი უცებ აუწია.

გადავიდა გზის გადაღმა სიყვარული,
შემოსძახა– მე აქ ვრჩები ძლიერი ვარ!
სიცოცხლეს თუ მოინდომებ მოერევი,
მე ვერ მომკლავ ,დიდი გრძნობა მარადია.

მას სიკვდილმა უპასუხა–არას გერჩი,
შეჭიდება ვიცი დიდი ზარალია,
მე სიცოცხლეს მოვაკითხე გეფიცები,
შენი მოკვლა არასდროს არ მიფიქრია.

ცა შეირყა და გამოჩნდა  თეთრი სვეტი,
უფლის სიტყვით ეს სიცოცხლე დაილია.
მოგონებებს წინ არ უდგას არაფერი,
მიქაელს კი სული ჩაუბარებია.

სიყვარული რჩება ქვეყნად უძლეველი,
მას სიცოცხლე სიგიჟემდე ჰყვარებია.
და თუ სიკვდილს ვერ გაურბის სულიერი,
ღმერთის ნებით სიყვარული ცოცხალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი