"ფერისცვალება "


მე არ მწამს იმ ადამიანების,ვინც წლიდან წლამდე იმეორებენ ფრაზას "იცვალე სულო ჩემო ფერი "
იმეორებენ ფრაზას და არაფერს ცვლიან საკუთარ თავში.✅
ფერისცვალება ვერ იქნება სხვისი ლანძღვა და საკუთარი თავის ხოტბა.✅
 ფერისცვალება ვერ იქნება სხვაზე სიხარულის წართმევა,საკუთარი დარდის დასაძლევდ ✅
 ფერისცვალება ვერ იქნება სიკეთის დაუნახაობა,განსაცდელის დროს გამოწვდილი ხელის დავიწყება.
ფერისცვალება ვერ იქნება სხვისი განსჯა, ქილიკი, დამცირება.✅
 ფერისცვსლებაა, როცა საკუთარ თავს და შეცდომებს უღრმავდები.
ფერისცვალებაა, სხვისი სიხარული რომ არ გამძიმებთ და სხვის გამარჯვებას  საკუთარივით გაიაზრებთ.
ნამდვილი თანადგომა და სიყვარული რომ შეგიძლიათ, ადამიანისთვის განწყობის შექმნის უნარი რომ გაგაჩნიათ,ეგ არის ფერისცვალება (დააკვირდით ამის მერე მის თვალებს,სახეს)✅
 პ.ს. რატომღაც ფერისცვალება ზოგს 
(გინდა არ გინდა)ნესვის და საზამთროს ჭამა გონია მარტო😅
გილოცავთ, ჩემო კეთილისმსურველებო! ❤
_____ინგა  ფევაძე_____
მზე შემოდგომისა 🍂🍁

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი