"ნეკერჩხლები"


ამ ქუჩის ბოლოს,კიდევ ერთი დიდი ნეკერჩხალი დგას.
  ყინვას,თოვლს,ქარიშხალს დააღწიეს თავი  და მაინც გადარჩნენ🍁🍁ერთმანეთის გვერდიგვერ 💚
  ადამიანების მსგავსად,ამათაც გაუძლეს ცხოვრების ქარბუქს და არ შეშინდნენ, არ გატყდნენ..
  და იცით,გარდაცვალების პირას მისული ესენიც ღირსეულად შეუერთდებიან მიწას და ისევ თავიდან იგაზაფხულებს ახალი ყლორტი.
ახალი სიცოცხლე ისევ იმღერებს და აყვავდება.
ისევ ახლიდან დაეგება ბაჯაღლოსფერი ხალიჩა, ჩემს ქუჩის ბოლოს...💚 
 ეს ხომ წრეზე ბრუნვას ჰგავს🙃
 მაგრამ მაინც სიცოცხლის თავიდან დაწყება ჰქვია🍀
  ___ინგა ფევაძე __
#მზეშემოდგომისა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი