"მარტოხელა დედის სევდა "


ჩემი ცხოვრების კინოდან,ერთი ძალიან ლამაზი ფრაგმენტი მახსენდება☺ ბოსტნის ბოლოს თეთრი ბალი გვქონდა. ბებიაჩემი კი ამბობდა, რომ
" ეს უბრალო ბალი არ გეგონოთ, კახამბალიაო."  ☺🙈
 ნამყენი მეორე სოფლიდან მოიტანა და ყოველთვის მაისის ბოლოს იძლეოდა ნაყოფს.სულ გადაყვითლდებოდა ხოლმე.
 მხოლოდ დედაჩემი მოსკუპდებოდა ხის კენწეროში, რადგან ხეზე ასვლის  ხერხი მან უკეთ იცოდა.🥰
ჩვენ კი ამ დროს,კალათებს ვაწვდიდით, ხელით კიბეს ვუმაგრებდით, ძირიდან შევსძახებდით:
 "დეეე, გამხმარ ტოტზე ნუ გადგამ ფეხს რა"
ხიდან ჩამოსულს ტანსაცმელს ვუფერთხავდით, ვისაც როგორ შეგვეძლო ისე ვზრუნავდით ერთმანეთზე...🥺💜
ულმობელმა დრომ თავისი გაიტანა😏
დედები მოხუცდნენ...
უკვე შვილთაშვილების სტატუსს ატარებენ.
 ჭაღარა გაუთხელდათ, ხელის მტევნებზე ძარღვები ამოებურცათ, თითქოს მუხლებიც მოეკვეთათ.
"ისინი"  ძველებურად ვეღარ ჩაირბენენ სოფლის დაღმართს.😒
დედები მოხუცდნენ, თუმცა თვალებიდან ისევ ახალგაზრდულად იხედებიან.. 
იმედის სხივი,სიცოცხლე მაინც ბრჭყვიალებს,ჩვენთვის ყველაზე სანდო თვალებში.
თან მთის გაუტეხელი ხასიათი ხომ თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს.
მთაში დარჩენილ დედებს ქალაქი არ უყვართ,არაააა.
ჰო, ძველი ოდის კარის ჭრიალი ურჩევნიათ.
ვერ ელევიან იმ კედლებს,სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ერთად გამოიარეს, უთქმელი დარდითა თუ სიხარულით.  
 ის გაუთქმელი  კედლები უფრო საიმედოა დღეს მათთვის, ვიდრე ქალაქში ათასობით გადაჩახჩახებული თვალუწვდენელი კორპუსები..
 ალბათ ყველაზე ახალგაზრდულად იქ გრძნობენ თავს, სადაც დაბერდნენ...🥺💜
 მარტოდ დარჩენილ დედებზე ვიძახი ამას...😔
🥺🥺
/ინგა ფევაძე/
მზე შემოდგომისა  🍂🍁

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი