7


შვიდი წელია, ჩუმად მიყვარხარ,
ჩემი ფიქრები შენს სახეს ხატავს,
ქერა თმებია მზისფრად ნაქსოვი,
მწვანე თვალები იმედს  ასახავს

შვიდი წელია, ჩუმად მიყვარხარ,
ქარს მივანდე ფიქრი მკრთალი,
შენს თვალებში ვიპოვე მთა
მწვანე, მშვიდი და უძრავი 

შვიდი სურვილი მაქვს მთვარის შუქზე
შვიდივე ღამე ოცნებად მრჩება
შვიდი წელია გხედავ შორიდან 
შვიდივე წელი უმიზნოდ დნება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნიკა კუკავაჯერ არშემდგარი მწერალი9 თვის წინ

,,შვიდი სურვილი მაქვს მთვარის შუქზე,
შვიდივე ღამე ოცნებად მრჩება”

👏🙌

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი