***


დრო გავიდა გრძნობები ვერ გავაქრე 
შენი სახე წარსულს ვერ გავატანე 
ჩემ თავში აზრი ვერ დავალაგე
გონებაში სიტყვები ვერ ავაწყვე
რამდენიმე სტროფიც კი ვერ დავწერე
რაც დავწერე აზრი ვერ გამოვხატე 
სიტყვებში გრძნობა ვერ ჩავაქსოვე 
რაც ვაკეთე შენ მაინც ვერ განახე 
ჩემი გრძნობა ძალით არ დაინახე
დრო გავიდა ყველაფერი გააქრე  
გონებაში ყველაფერი დაშალე
ჩემი სახე წარსულიდან წაშალე 
ჩემ გრძნობებში რა აღარ ჩააქსოვე
ერთი მოგონებაც კი არ დატოვე
                                             ⴌⴝ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი