;)


ამ ადგილას... ამ მიწაში 
დღეს გოგონამ ვარდი დარგო,
პირობაც კი მიაყოლა
დაე ერთად გავიზარდოთ!
გემსგავსები, ვლამაზდები,
ეტყოდა ვარდს ყოველ კვირა,
ვარდზე ისე ღელდებოდა 
მიჯაჭვულიც კი ხდებოდა.

პირველ წელს გაიფურჩქნა,
ვარდმა გაახილა თვალი 
დაინახა გოგოს სახე
მზესავით სუფთა, ნაზი.

მეორე წელს შეიმალა,
არ გამოჩნდა, დაიკარგა.
მესამე წელს, პატარაზე
გოგოს თვალი გააყოლა.
მეოთხე წელს გაიხარა,
დაინახა კვლავ ეს გოგო,
ისევ ისეთი ლამაზი,
მზესავით ტკბილი და სათნო..!

მეხუთე წელს ვარდი       ბოლომდეც კი გაიფურჩქნა გოგონასთან დაახლოვდა ვერაფრით ვერ გაიყარა..
 
მეექვსე წელს ვარდი გაქრა, 
თურმე სადღაც ჩაიმალა
მზის ქვეშ,იყო სახლთან ახლოს,
სადაც გოგო გაიზარდა
უყურებდა მთელი წელი,
გოგო როგორ იზრდებოდა 
მზეც კი ხელს ვეღარ უშლიდა
ვარდი ისე წითლდებოდა
გოგონა კი მთელი წელი
ვარდის მოლიდინში იყო
არ შეეძლო ეფიქრა რომ
შეიძლება გამქრალიყო...

აი ისიც ...მეშვიდე წელს 
ვარდი სახლამდე მივიდა
გოგონა კი აღარ დახვდა
თურმე ისიც კი წავიდა 
რაღა ექნა ვარდს სიცოცხლე
არ შეეძლო უიმისოდ
წყალთან ახლოს არ მივიდა
მის მოლოდინში იყო
საბოლოოდ ვარდი დაემსგავსა 
სხვა ყვავილებს                         მივიდა და ყვავილებში ჩაიმარხა თავი იქვე...
 
ასე კიდევ რამდენიმე წელმა მას გადაურბინა 
ამდენი წლის გადარბენით თავის ბედს გადაეხიზნა,
ბიჭი მიდის და ლამაზ ვარდს უმოწყალოდ ამოგლიჯავს 
თუმცა ვარდს აღარ ადარდებს 
ბედს ის უკვე მიეჩვია 
სახლში მიდის ბიჭი ვარდით
და მას გოგონას მიაწვდის 
რას ხედავს მორჩილი ვარდი?!
გოგონას ლამაზი სახით
უეცრად გადაიხარა და თავიდან
დაინახა ის გოგონა რომლის
სახეც მზესავით ვერ დაინახა....!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი