***


მე აღსარება მაქვს მხოლოდ ერთი
თუმცა სანთლის წინ ესეც კი ვერ ვთქვი...
დანაშაული მაქვს ძალზედ ბევრი,
სასოება კი აღარ მაქ მეტი
ყველაზე დიდი ცოდვა მაქვს დედის
ამიტომაც ვწერ ცრემლით და სევდით
ვერ გავხდი ის ვინც მას უნდოდა
ის ვისთვისაც ამდენს შრომობდა
ჩემ გზაზე მუდამ ყოფნა უნდოდა
მე კი დღეს ვხვდები რა ურვა ჰქონდა...
იგივე გრძნობა მაქვს მამასთანაც
პატიებას ვთხოვ ყველაფრისათვის,
ერთი პირობაც ვერ შევუსრულე
გასამართლებლად აბა რა მეთქმის?!
ბოდიშს მოვიხდი მე მათ წინაშე
უფალს კი ვთხოვ რო მაპატიოს 
რათა შევძლო მონანიება თავაწეული მათთან შეხვედრა
თქვენ კი მკითხველნო მხოლოდ ერთს გეტყვით 
არ დაიზაროთ დედ-მამისათვის
დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი...!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი