პატიმრობამისჯილი
მე სიცოცხლეზე აღვმართე ხელი, და მე სიცოცხლეს მტრად მოვექეცი, როცა სიკვდილმა გამომჭრა ყელი, როცა სიყვარულს ვერ გავექეცი. მე უსამართლო მსაჯულთ წინაშე, ბინძურ ხელებით სული ვათრიე, დღეს კი მარტო ვარ მე ჩემს წინაშე და ეს დაცემა ვერ ვიპატიე. ცის სამართალზე ვყვიროდი მაშინ, სულის ღაღადით სისხლი ვაქციე. მაგრამ ცამეტჯერ მესროლეს ტანში, და ცამეტი წლით უკან დამწიეს. ნუთუ ავბედად მომნათლა ზეცამ, ნუთუ არასდროს არ მაპატიებს, რომ სიყვარულით ვსერავდი ჩემს თავს, რომ მართლებისთვის მეთქვა რაიმე, რომ უსუსური ვიყავი ვაჟი, რომ სიყვარულის შურით ავივსე, ნუთუ შავბნელი ღრუბლები ცაში ჩემთვის არასდროს არ გადაიღებს. ვაი, სიცოცხლევ, დღეს შენი ფასი, შენი სიწმინდის არა მყავს მსგავსი. ვაითუ, მალე შენც შემიძულო, მსგავსად, როგორც მე შემძულდი მაშინ”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი