***


ვაჰ მეე ჩემო მთებოო,
როგორ უჩემოდ რჩებითა,
როგორ უჩემოდ სთეთრდებით,
კალთებს იმოსავთ ფერითა.

ვაჰ მეე ჩემო სახლ-კარო
ხავს მოდებულო ქვებითა,
ჩემო წინაპართ საძვალევ
სასაფლაოდა ხდებითა.

ვაჰ მეე გულის ფიცარო,
ნალურსმნო სადარდებლითა,
ბეჩავო თავის მტირალო,
ნაიარევო სევდითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი