სრულყოფილად თენდება.
მრავალწერტილს ვსვამ, როცა ხეებს ფოთლები სცვივა, მდუმარება იპყრობს ჭადრებს. ვფიქრობ...მტვერი გაცოცხლებამდე და სიცოცხლე სიყვარულამდე... უძილო ღამეები ფიქრებს ლამაზად უერთდება, არსზე საუბრობენ, სიცოცხლის დაუკებელ წყურვილზე.. ამ დროს ყურადღებას გარედან შემოსული ხმაური მიფანტავს... ამაოებით დანისლული დღეები... დაკარგული ედემი და დაკარგული სიყვარული,მარადიული, სრულყოფილი.. თეთრი ღაამეები იდუმალი მირაჟებით, ჩემს ფიქრებში ფორიაქობენ... ფიქრებთან საუბრისას, ცისკარივით ენთებიან და მზესავით კაშკაშებენ.. ფიქრები თითქოს ერიდებიან მათთან დებატებს, უფრო სწორად რომ ვთქვა ერიდებათ... ღამე სიყვარულის კანონს ციტირებს: რაც სიცოცხლის გარანტიაა... სიყვარული,რომელიც ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს... ცაში ვარსკვლავი ენთება და მიწაზე ვარდება..ეს აქვს კანონად... ღამე მეკითხება:-რა არის ადამიანის კანონი? -ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ვპასუხობ, რომ სიყვარულს მთელი კანონი ეფუძნება... ღამე სრულყოფილად თენდება, რაც თვალს მჭრის. ვარსკვლავები მორჩილად სწყდებოდნენ ზეცას, ეს არის მათი კანონი, რითაც დღეგრძელნი არიან... დედამიწა კი, გადაავსო სასაფლაომ, დროის ფიქრები,სამარის ქვებს, იმედით ავსებს...და ხელოვანის სინატიფე, ალამაზებს მიწას ცრემლიანს... ნინო გოგოლაძე.05.11.2022წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი