უმანკოება საოცრად ღელავს....
ბინდი ნისლებში დარდს განიქარვებს, ნიავი ოხვრით გულს ასადარებს, მხოლოდ მდუმარებს კლდე და ნაპრალი, ღელეთა შორის ამოიკვნესებს... რა პირქუშია დრო და ქარები, ტკივილით დიდი, სიამით დიდი... აფიქრებს ნიავს გაზაფხულამდე, ისურვებს ია,მასთან შეხვედრას? იქნებ საწუთროს აუწყო ფეხი, ან იქნებ სულაც სხვა შეუყვარდა? ცვარნი ციურნი, ისევ ტრფიალით, მზის სხივებს აბნევს და როცა ქარი გაძარცვავს ხეებს, მაფიქრებს სულის უღვთო წადილი... დაუცხრომელი წყურვილით ფრენენ ჩიტები ცაში, სიცოცხლის მიღმა, სიშიშვლის დრო ერთგვარად ფეთქავს, აჰყვება ვნებას ურცხვად ჭადარი, ნიავს აფიქრებს გაზაფხულამდე, ისურვებს ია, მასთან შეხვედრას? იქნებ საწუთროს აუწყო ფეხი, ან იქნებ სულაც სხვა შეუყვარდა? და ერთგულება ხდება შედევრი, ნუღარ შეჰყურებ ვარსკვლავთა ციაგს, თვალი მოვავლე ლაჟვარდებს ცისა, უმანკოება საოცრად ღელავს... სათნო ფიქრები აცვია ღრუბელს, სხეული აკრთობს და სიღრმე სულის, როცა ზნეობა უკვე სულს ღაფავს, უმანკოება საოცრად ღელავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი