ნაგრძნობი სიცოცხლის ფასია..


სიწმინდით შემოსილს,
ღრუბლებში დაგეძებ
და როცა შენს სულ ვჭვრეტ,
ვივიწყებ საწუთროს..
სინაზედ შევიცნობ,
სიყვარულს...
ყვითელი ფოთლების დაგვყვება იმედი,
გაზაფხულს ელიან მერცხლები
და მაინც ქარია,
ჩურჩულებს ჭადარი,
სოდომი მოიმკის თავისას..
სიწმინდით შემოსილს,
ღრუბლებში დაგეძებ
და როცა შენს სულ ვჭვრეტ,
ვივიწყებ საწუთროს..
უარგვყვეს,გაგყიდეს,
მამალმა იყივლა,
სასმისი შესვი და
აღსრულდა....
მზე იცვამს გრძნობების მანტიას,
მხურვალე ლოცვაში ათენებს...
ნაგრძნობი სიცოცხლის ფასია,
მის სულზე სრულყოფის კვალია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი