ფეხი არ დაადგა..
ნისლი გადაფარავს ღამეს, ფიქრებს დააბრალებს მთვარეს, გრძნობებს დააბრალებს ქარებს... გული სიმარტოვეს ანდე, გრძობით იმარტვილოს იქნებ, იქნებ, მწუხარების ფონზე, წრფელი გამოვიდეს რამე, ასე ვარსკვლავები ცვივა, ასე სიყვარული იშვა, თავი შემოგვწირა და მან, სისხლით გადაფარა ცოდვა... ჩვენ გვაქვს ამბიცია რისი? ამ ცას არ მოშორდე გთხოვო, დარი მხოლოდ მის სულს ამკობს... ძირს, თუ დაგეგება, ზედ, არ გაიარო კარგო, ფეხი არ დაადგა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი