***


ქუხს....ცის სიმწუხარეში გახვეული სამყარო დუმს....
რა ძლიერია უმზეო მღელვარება,
სხეულზე რომ აცვიათ ვერხვებს,
ნიაღვარივით,მოვარდნილ გრძნობებს ხომ უნდათ დამშვიდება....
დავწერ, იმ წყურვილზე,
ცამ რომ კურთხევად დაგაბნია....
 ანკარა ნაკადულსაც წუთისოფელი უცვლის ზნეს,
-მერე? 
-მერე ხესავით განიძარცვები,
გაშიშვლდები და შენი სიშიშვლით გაიხარებენ,
შენზე უფრო მეტად გაძარცვულები....
მე თავს მსჯავრს დავდებ....
შემეძლო და არ თუ ვერ გიწამლე....

სიცოცხლე შხაპუნა წვიმასავით არის, 
არიცი როდის გადიღებს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი