ამ სიყვარულით...


მზის ნაკადები,
ცას რომ ეტრფიან,
მისი სინათლე სულში უნთია,
გაბადრულ მთვარეს...
სიშორე მისგან, ფიქრთა ტბორებზე,
ითვლის ჭრილობებს,
დასერილ ვენებს,
სულის წრეწირებს,
ჰაერში აბნევს...
მამალი უკვე მესამედ ყივის,
დროა, გაგყიდონ, უარგყონ,
დაღვარონ სისხლი....
დამთრგუნა წამმა,
როცა აღსრულდა,
და მდუმარებით სირცხვილი იგრძნო,
კაცობრიობამ.
 მაშინ იჭექა მშობლის ტკივილმა,
მაშინ აძგერდა სულში ტკივილი,
როცა ჩვენი მზე ჩვენვე ჩავაქვრეთ...
უმწეოდ საათს წამები სცდება,
ამაყად მზირალს, მზე თვალს გვარიდებს,
ვარსკვლავი ცვივა და იმ წამს კვდება...
მიკვირს ცის, ასე ძლიერ რომ უყვარს,
ამ სიყვარულით სამყარო ბრუნავს....
მზის ნაკადები,
ცას რომ ეტრფიან,
მისი სინათლე,
სულში უნთია,
გაბადრულ მთვარეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი