ცრემლით ნაფერები...


მზე გარიჟრაჟზე სულის სამოსელს ქარგავს,
მონაქარგს, წვიმა ასველებს სევდით...
 

მზის გულზე ფიქრი იშლება დარდის,
სხეულზე დაზდის მელანქოლია,
ამაოების ტყვეობაშია,
ახლა საწუთრო,
მინდობილია დროის პირქუშ ქარს,
ვისაც ზნეობა გათელილი აქვს...
მრუმე ფიქრები აცვია ტანზე,
ედემის ბაღი,
ადამის ცოდვა,
დაცემულ სულზე, რა უნდა გითხრა,
აბელის სისხლი მიწიდან დღესაც ღაღადებს, თუმცა არაცინ უსმენს...

ნამზეურები, სათნოების კვალია თითქოს,
მას, შენი გულის სიღრმები კარგად სცოდნია,
გიზიდავს, როგორც მზეს იზიდავს უსაზღვროება...

მაფიქრებს სულის წრეწირები,
გზები გაკვალული სრულყოფის და
ცრემლით ნაფერები სიყვარული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი