იწამე კარგო....
წვიმა უსველებს გაზაფხულს სხეულს, უმოქმედობა აცრემლებს ნიავს, დიდსულოვნებას ნუ მოსთხოვ მოკვდავს,დიდსულოვნებას ნუ ეძებ მტვერში.... ზეცის წილია, მზე და სხივები, სითბოდან, მისი ნაფეხურები, წუთისოფელს რომ იმედით ავსებს... მზის პირამიდა სულის წიაღში, იღებს ზნეობის სათნო აკორდებს, დიდსულოვნებას ნუ ეძებ მტვერში! ზეცის წილია მზე და სხივები, სივრციდან,მისი ნაფეხურები, წუთისოფელს რომ იმედით ავსებს... იწამე კარგო, ეს გარინდება, სრულყოფის ჩრდილში, შენ გიცდის დღესაც....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი