დრო.


ამაოების კარიბჭესთან გავჩერდი,
არ შევაღე,
ვიცოდი,
იქ, ქაოსი დღითი-დღე მძაფრდებოდა, 
სინათლეც ხდებოდა კაშკაშა,
 ყველა კი ვერ ხედავდა....
დრო არ ითმენდა,
უნდა დაგენახა სიკაშკაშე,
რომელიც
ცაში კრთებოდა,
გეძახდა,
შენ კი,
არ გესმოდა... 
შენს გამო, ვბრუნდები უკან,
იქ,სადაც სიყალბე, უფრო ლამაზი ჩანს,
ვიდრე სინამდვილე,
სადაც სიცივე ფარავს სითბოს,
კაცთა გულებში ფესვს იდგამს,
განაყოფიერდება
და ცოდვას შობს,
ცოდვა სიკვდილს ბადებს,
ნუ გაიკვირვებ,
რადგან მოდის ჟამი....
მამლის  ყივილამდე დრო ცოტაღა რჩება...
პეტრე არ უარყოფს,
წუთისოფელი ვეღარ ვნებს სინათლეს,
რადგან პირნათლად შეასრულა თავის მისია...
წამი დუმილით იდუმალია...

მევალე ზეცის,
სინათლის ნერგი,
 მე შენში დავრგი,
შენში კი წრფელი მოჩანდა სხივი,
ნება ღვთის არის,
გაზრდის,
თუ არა...
დრო მეტად მძიმე,
სიკვდილ-მისჯილი,
პატიმარივით,
საათს შესცქერის...
 მარდისობა თითქოს შენ გიცდის,
მან შენი გულის ნიადაგი დიდხანს იკვლია, 
აღმოგაჩინა სულის სატურნად...
ქვეყნიერება როცა გადავა და თაობები თავის ვნებებით,
მათი სურვილიც,
უკვალოდ ქრება...
შემსრულებელი ღვთის ნების კაცი,
მარდიულად,
ცოცხალი რჩება....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი