იმედი სულ მზიანობს..


გაზაფხულსაც უშენობა აშფოთებს,
სერაფიმთა ბაგიდან უნაზესი ფაქიზი,
ირწევიან ალები,გრძნობის ინტერვალები...
დღეს, მზის სიფერმკრთალიდან,
 სიშორეზე ტირიან,
ღამე დაუნდობელი, ცივი და უსასრულო,
განშორების მზერიდან,მონატრების თვალი ჩანს...
მწუხარებით ანგელოზს პერგამენტი უჭირავს და დაჰყურებს სამყაროს,
იმედი სულ მზიანობს და დარდებზე
ბატონობს....

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი