ნუ შეგაშინებს...
თუ გაგიტაცეს ჩემზე ფიქრებმა, ნუ შეგაშინებს, ეს განშორება, იცოდე შენთვის მუდამ ილოცებს, სიყვარული და თვით მონატრება. შენთვის ვიცი რომ წამიც ბევრია, დღეები რბის და ღამე ჩერდება, გულში წვიმა და ქარიშხალია, ყოველი ღამე ფიქრით თენდება. ღამით მხვდებიან, შენი ფიქრები და მიყვებიან შენს ამბებს, ჩვენი, ფიქრები ერთად არიან, ნუ შეგვაშინებს ჩვენ განშორება. ვიცი, ეს მარტი ქარს რომ მოიტანს, გულს ააძგერებს, უკვე დარდიანს, ჩვენი ფიქრები ერთად არიან, ნუ შეგვაშინებს ჩვენ განშორება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი