ქარი..
ქარი, შენს სულს ატორტმანებს, მიუსაფარი ხარ, როგორც მიწა, ცის გარეშე... შემიხედავს,როგორ რთავდა, მთვარე,ვარსკვლავებს, როგორც დედა შვილებს... ავღელდი, როცა შენი სული, უმწეო დავინახე, სიბრალულით და წუხილით, ამევსო გული... დავფიქრდი... დახმარებას თუ შევძლებდი, ხელი გამოგიწოდე! გჯეროდეს, სანაცვლოდ არაფერს გთხოვ... ირწევიან ხეთა ჩრდილები, დაუნდობლად არხევს ქარი, და ეს ქარი, დროის ქარი, უფრო მეტად პირქუშია, ვიდრე ოდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი