შენი გულის ჩრდილი...


ღამის სონეტები ირწევიან,
მთვარეს, ზეცის გულზე მინავებულს,
მთვარეს, ერთგულებით მეტყველს,
სულის სიფაქიზე შვენის...
ჩვენ კი, გაგვიავდრდა მონატრება,
შორით მოკრძალებას ვუმზერთ,
თითქოს სისადავე გვეძნელება,
დროს კი, ქარიშხალი არწევს...
გრძნობის ტრიუმფალურ ნაპრალიდან,
მოსჩანს დედამიწა მრგვალი
და მის ეპიტაჟურ ნათქვამიდან,
ლოცვა-ვედრებაა მკრთალი..
მიწას დაბნეული ვარსკვლავები,
ნაგრძნობ ფოთოლცვენის მსგავსი
და ცის სინატიფე ნაწვიმარი,
ხშირად კოკისპირულს მოთქვამს....
ვნახეთ თავგანწირვა..ნაგრძნობ წამის,
როგორ მოჰყოლია დარი,
ვნახეთ, მზის ცისკარი მოკაშკაშე,
ციდან სათნოების კვალი...
მე კი, ცის ნამიდან შეცნობილი,
დამდევს შენი გულის ჩრდილი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი