გაუთოვდები ..
ცივი თრთოლვა აიტანთ ხეებს, ნაზი ამბორი,შეაკრთობთ ტყეებს.. ნიავის სუნთქვით მონაბერ ჰაერს, ზებუნებრივს და სიწმინდით მოსილს, მოსწყურდი ისევ...დაირწევიან, ქარში ვნებები და გულის ცემა, ისე ხშირია,როგორც პირველად, ხილვა ედემის და ვარსკვლავების გამოდარება.... ახლა, გაზაფხულს ათოვს სიზმრები, სიფაქიზიდან მთვარის გრძნობები, მარტოობაა სულის შედევრი.. როცა დადგება წმინდა აპრილი, როცა გინატრებს გაზაფხულის ცა, გაზაფხულს მაშინ მოენატრები, გაზაფხულს მაშინ გაუთოვდები... გაუთოვდები, ნეტარი სულით, ცივი სისოლით და აღმაფრენით, მარადის ლტოლვა ზღვიდან დაქროლავს და საუკუნეს გაემიჯნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი