ბრუნდებიან აღარც..


სიშორიდან ცივი სიო ფეთქავს,
სიშორიდან მონატრების თავსხმა,
ოჰ, რა მშვიდად აშრიალებს ჭადარს....

უმწეობა ატორტმანებს კლდესაც
 და ნამიდან ცის სიმტკიცე მოჩანს,
იდუმალი დაძახილით შემკრთალს,
მზის ალერსით ამოაშრობს მის ნამს..
უმწეო და უსუსური რომ ხარ,
 ერთხელ, მაინც შეევედრე ზეცას,
ქარო, ერთხელ შეგიყვარდეს იქნებ,
და ამაოდ არ დაქროდე, როცა
სამკალია და მომკელი არ ჩანს......
დრომ მგონია აუჩქარა ნაბიჯს,
დარდს იქარვებს,ნაგრძნობს ატანს ქარებს,
მე მგონია დავრჩით დროის მიღმა,
სადაც წვიმა არ ყოფილა ჯერაც 
დაა მზის ჩასვლა კი, არ უგრძვნია მთვარეს....
უმწეო და უსუსური რომ ხარ,
ერთხელ მაინც შეევედრე ზეცას,
ქარო, ერთხელ შეგიყვარდეს იქნებ
და ამაოდ არ იქროლო იქნებ,
სამკალია და მომკელი არ ჩანს..
დროს კი,ალბათ ეჩქარება სადღაც
საიდანაც  ბრუნდებიან აღარც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი